ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი
ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი იყო გერმანელი იურისტი, იგი სწავლობდა მარბურგისა და გეტინგენის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე. 1800 წელს მას მიენიჭა დოქტორის ტიტული მარბურგის უნივერსიტეტში. აქვე ასწავლიდა სისხლის სამართალს, შემდეგ რომის სამართალს, სამართლის ისტორიას და მეთოდოლოგიას.
1803 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი "მფლობელობის უფლება", რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა,1804 წელს მეცნიერმა შეწყვიტა მოღვაწეობა მარბურგში და მთელი დრო თავის კვლევებს დაუთმო; ამისთვის იგი ესტუმრა კეტინგენს,ჰაიდელბერგს,პარიზს, ნიურნბერგს, აუგსბურგს, ლანდსჰუტს და ვენას.
1808 წელს იგი მიიწვიეს ლანდსჰუტის უნივერსიტეტში პროფესორად. 1810 წლიდან ის უკვე ბერლინის უნივერსიტეტში მოღვაწეობს,როგორც რექტორი, 1812-1813 წლებში.1810 წელს სავინი იყო ბერლინის უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი გახდა.1811 წლიდან სავინი იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 1816 წლიდან - იუსტიციის საიდუმლო მრჩეველი, 1819 წლიდან - რაინის პროვინციების სარევიზიო სამსახურის მრჩეველი, 1826 წლიდან საკანონმდებლო კომისიის წევრი. 1842 წელს, მას შემდეგ რაც იგი კანონმდებლობის რევიზიის სამინისტროს ხელმძღვანელი გახდა, შეწყვიტა სამეცინიერო საქმიანობა. 1848 წლიდან იგი კვლავ განაგრძობს სამეცნიერო მოღვაწეობას.
სავინი სამართლის ისტორიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია პუხტასთან ერთად.
No comments:
Post a Comment