სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (პარლამენტი) მიერ განსაკუთრებული წესით მიღებულ ნორმატიულ აქტს , რომელიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს არეგულირებს - კ ა ნ ო ნ ი ეწოდება.
გერმანელი ავტორი ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი მიიჩნევდა, რომ სამართალი ხალხის საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების შედეგი იყო. „კანონი იზრდება ხალხთან ერთად, ეფუძნება ხალხს და ქრება, როგორც კი ხალხი კარგავს საკუთარ ინდივიდუალურობას.“- აღნიშნავდა ის.
ერთი და იმავე ქცევების ხშირი გამეორება იწვევდა ჩვევების ჩამოყალიბებას,ჩვევები თავის მხრივ, აყალიბებდნენ ჩვეულებებს, ჩვეულებები კი დროთა განმავლობაში გარდაიქმნებოდნენ -ტრადიციებად , რამაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა ადათს.
ადათის მთავარი მახასიათებელი იყო მისი სავალდებულო წესად აღქმა , წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ ჯგუფებში თავის დამკვიდრება თითქმის შეუძლებელი იყო. ამავე სოციალურ ჯგუფებში ხშირად წარმოიშვებოდა კონფლიქტებ, რომლის მოგვარებისთვის უხუცეს წევრს მიმართავდნენ, იგი ხანგრძლივი გამოცდილებისა და ადათის წესების მიხედვით წყვეტდა "დამნაშავეს" გასამართლებას. ასე გამოეყო დროთა განმავლობაში ადათს წესების ნაწილი რომელიც ე. წ. "ასასამართლო პროცესში " ხშირად გამოიყენებოდა და ჩამოყალიბდა სასამართლო პრაქტიკა, რომლის შედეგადაც მსაჯულებმა დაიწყეს იმ წესების მკაფიოდ გამოყოფა და ფორმულირება, რომლითაც ხელმძღვანელოდნენ და, რომლებსაც ეფუძნებოდა მათი გადაწყვეტილებები.
მალე ასეთი წესების წერილობით დაფიქსირება შემოიღეს და გაჩნდა პირველი დაწერილი კანონები.
როგორი უნდა იყოს კანონი?
მე-18 საუკუნეში გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი მიიჩნევდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძველზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი ნიშნები:
1. კანონი არის ზოგადი წესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თავისუფლების სფერო, რომელსიც სახელმწიფოს ჩარევა ეკრძალება ყველასთვის თანასწორადაა განსაზღვრული.
2.კანონი მიღებულია საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის მიერ საჯარო განხილვის შედეგად, პარლამენტის მიერ კანონის მიღება, როგორც მოქალაქის პოლიტიკური თავისუფლების გამოვლინებაა, ის უზრუნველყოფს კანონის საჯარო დებატების შედეგად მიღებასა და მის მაქსიმალურად რაციონალურობას.
მოგვიანებით სამართლის ფილოსოფოსმა, ლონ ფულერმა, უფრო დეტალურად აღწერა „ჭეშმარიტი“ კანონის მახასიათებლები.მისი აზრით, კანონები უნდა იყოს ზოგადი, ისინი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ ის სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ევალებათ.
რეტროაქტიური (უკუძალის მქონე) კანონმდებლობა და კანონშეფარდებითი საქმიანობა მინიმალური უნდა გახდეს, კანონები უნდა იყოს გასაგები და არ უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო.
უნდა არსებობდეს თანხვედრა გამოცხადებულ წესებსა და მათ რეალურ აღსრულებას შორის.
No comments:
Post a Comment