საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება:
1. ბაკალავრიატი;
2 მაგისტრატურა;
3. დოქტორატურა.
უმაღლესი განათლების გაცემის წესებსა და პროცედურებს არეგულირებს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ”.
საქართველოში მოქმედებს სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
1.უნივერსიტეტი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.
2.სასწავლო უნივერსიტეტი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.
3.კოლეჯი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია შესაბამისი ავტორიზაციის გავლა.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2005 წელს, როდესაც საქართველო მიუერთდა ე. წ ბოლონიის პროცესს, რომელიც 1999 წლის 19 ივნისს, იტალიის ერთერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ბოლონიაში “უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის” ხელშეკრულებაზე 29 ევროპული ქვეყნის განათლების მინისტრების ხელმოწერით დაიწყო.
ამჟამად ბოლონიის პროცესში ევროპის 47 ქვეყანა მონაწილეობს.
ეს პროცესი მიმართულია ხელმომწერი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების დაახლოებისკენ, რაც აადვილებს სხვა ხელმომწერ სახელმწიფოში მოპოვებული დიპლომის აღიარებას და ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას, ასე მეტად უძრუნველყოფილი ხდება განათლების უფლება უზრუნველყოფისა და სოციალურ-კულტურული პროცესების ჰარმონიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.
No comments:
Post a Comment