Search This Blog

Tuesday, May 19, 2020

შრომითი ხელშეკრულების დადება



    შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განუსაზღვრული ან განსაზღვრული ვადით.
 
   წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. წერილობითი შრომითი ხელსეკრულება  შეიძლება დაიდოს  რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება  რამდენიმე ენაზეა დადებული, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულებების დებულებებს შორის დანსხვავებების შემთხვევაში.

 პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის  მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება  პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

   დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა  დასაქმების შესახებ, რომლებიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს , შრომის ანაზღაურების , შრომითი ხელშეკრულების  ხანგრძლივობის თაობაზე.

    შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს , რომ შრომის შინაგანაწესი  ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია  პირს შრომითი ხელსეკრულების დადებამდე  გააცნოს  შრომის შინაგანაწესი, ხოლო შემდგომ მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და  მთლიანად არ ცვლის  ერთმანეთს, ყველა ხელშეკრულება ინარცუნებს ძალას და  განიხილება , როგორც ერთი შრომითი ხელშეკრულება.

   წინა შრომითი ხელშეკრულება  ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებებით.

   დასაქმებულთან ერთსა და იმავე პირობაზე  დადებული რამდენიმე შრომითი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბოლოს დადებულ ხელშეკრულებას. 

   შრომითი ხელშეკრულების  არსებითი პირობებია:

  ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

  ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

  გ) სამუშაო ადგილი;

  დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

  ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

  ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს  ანაზღაურების წესი;

  ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების  ხანგრძლივობა  და შვებულების  მიცემის წესი.













No comments:

Post a Comment

შრომის უფლების სამართლებრივი ჩარჩო

საქართველოს კონსტიტუცია    საქართველოს კონსტიტუციის ( შემდგომში- კონსტიტუცია) პრეამბულით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინც...