შრომითი ურთიერთობა და მისი საფუძვლები
-რა არის შრომითი ურთიერთობა და რის საფუძველზე წარმოიშობა ის?
- შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლო.იგი წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დ ი ს კ რ ი მ ი ნ ა ც ი ა რასის, კანის ფერის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის , სქესის, სექსუალური ოსრიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
დ ი ს კ რ ი მ ი ნ ც ი ა
დისკრიმინაცია არის პირის პირდაპირ ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან პირისთვის ისეტი გარემოს შექმნა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც სამუსაოს არსიდან გამომდინარეობს, მისი შესრულების პირობებიდან ან სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც კანონიერი მიზნის მიღწევას ემსახურება და არის მისი მირწევის აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.
სავალდებულოა შრომითი ურთიერთობების მხარეებმა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები!
No comments:
Post a Comment