კ ო რ უ ფ ც ი ა
და მასთან ბრძოლის მეთოდები საქართველოში
გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის შესავალი სიტყვა კონვენციისტვის ამ სიტყვებით იწყება:
"“კორუფცია სასტიკი სენია, რომელიც მრავალმხრივ ვნებს საზოგადოებას. იგი აზარალებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, იწვევს ადამიანის უფლებების შელახვას, აფერხებს ბაზრების საქმიანობას, აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმს და სხვა მოვლენებს, რომლებიც ადამიანის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.”
კორუფცია ისეთი ფენომენია, რომლის მეშვეობითაც ყველაზე მეტად ღარიბები ზარალდებიან, რადგანაც ფული, რომელიც წესით, სოციალურ სერვისებს უნდა მოხმარდეს, გაურკვეველი მიზნებით იხარჯება.
საქართველო გაეროს "კორუფციის წინააღმდეგ" კონვენციას 2008 წელს შეუერთდა.
კ ო რ უ ფ ც ი ა , ეს არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება 9 დეკემბერს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფოებს სთავაზობს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას. აქცენტი კეთდება კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე, კანონის უზენაესობაზე. ამ პროცესსი ხელისუფლებასთან ერთად მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი მოქალაქეებიც, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, მათ არ უნდა დაუშვან კორუფცია, არ იმონაწილეონ კორუფციულ გარიგებებში, ასეთის არსებობის შესახებ ცნობების შეტყობინებისას დაუყოვნებლივ უნდა განაცხადონ შესაბამის ორგანოებში.
საქართველოში პირველი "ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა " 2005 წელს დაიწერა. მას შემდეგ ეს დოკუმენტები რამდენჯერმე განახლდა. 2008 წელს შეიქმნა ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ქვეყანაში ასევე მოქმედებს კანონი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”.
No comments:
Post a Comment