შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობასთან დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით , დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს იგი.
გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ( გარდა მასობრივი დათხოვნისა, რომელიც დასაქმებულს უნდა ეცნობოს წინასწარ სულ მცირე 45 კალენდარული დღით ადრე) დასაქმებულის სრომა ანაზღარდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.
No comments:
Post a Comment