საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუციის ( შემდგომში- კონსტიტუცია) პრეამბულით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც ადამიანის თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას გულისხმობს.სოციალური სახელმწიფოს პრინციპი სოციალური სამართლიანობის იდეის მატარებელია და მისი მიზანია დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი,
შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები.შრომის უფლების დაცვა და უზრუნველყოფა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზაციის ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს, რასაც განამტკიცებს კონსტიტუციაში არსებული ნორმა სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს უმუშევარ მოქალაქეთა დასაქმების ხელსეწყობა, ამასთან, კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით, შრომა თავისუფალია. ადამიანს აქვს უფლება არა მხოლოდ უფლება აირჩიოს სამუსაო, არამედ, დგანახორციელოს, შეინარჩუნოს და თუნდაც დათმოს იგი, დაცული იყოს უმუშევრობისგან და ისეთი რეგულირებისგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას.
საქართველოს შრომის კოდექსი
კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად საქართველოს შრომის კოდექსმა ორგანული კანონის სტატუსი შეიძინა , რითაც სახელმწიფომ შრომის უფლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი (შემდგომში
შრომის კოდექსი/კოდექსი) აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და
მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა
სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებთან
დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, არეგულირებს შრომითი ურთიერთობის
წარმოშობის, სამუშაოს შესრულების, სამუშაო, შესვენებისა და დასვენების დროის,
შვებულების, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად
აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, შრომის ანაზღაურების,
შრომის პირობების დაცვის, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის,
გაერთიანების თავისუფლების, შრომით ურთიერთობებში პასუხისმგებლობის,
დავის, გაფიცვისა და ლოკაუტის გამოყენებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (შემდგომში „საჯარო
სამსახურის შესახებ” კანონი) ადგენს საჯარო სამსახურის ორგანიზაციისსამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის
განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს
მოსამსახურის სამსახურში მიღების წესს, მის უფლებებს, გარანტიებსა და
სამსახურებრივ ვალდებულებებს, მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის
შეჩერების, გათავისუფლების წესს და სხვა.
მოსამსახურის სამსახურში მიღების წესს, მის უფლებებს, გარანტიებსა და
სამსახურებრივ ვალდებულებებს, მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის
შეჩერების, გათავისუფლების წესს და სხვა.
საერთაშორისო ხელშეკრულებები
საქართველო სავალდებულოდ აღიარებს არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტს, რომლებიც შრომის უფლების დაცვის საკითხებს შეეხება. საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის ურთიერთმიმართების
გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან
შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს
უპირატესი იურიდიული ძალა შიდა ნორმატიული აქტების მიმართ.5შრომის უფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ რატიფიცირებული
აქტებიდან მნიშვნელოვანია:
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
საერთაშორისო პაქტი,რომელიც განამტკიცებს შრომის სამართლიან და
ხელსაყრელ პირობებს, ტოლფასოვანი შრომისთვის თანაბარ ანაზღაურებას
რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის
პირობებს, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების
უფლებას, გაფიცვის უფლებას, დასაქმებული დედისათვის ანაზღაურებად და სხვა.

„ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც შეეხება არაერთ მნიშვნელოვან
უფლებას. საქართველო სავალდებულოდ აღიარებს ქარტიის მხოლოდცალკეულ მუხლებს, რომელიც მოიცავს შრომის სამართლიანი პირობებით
სარგებლობას, შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღებას,
დასაქმებულთა ორგანიზებას, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებას, დასაქმებული ბავშვების დაცვას, ორსულობისა და ბავშვის
გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა დაცვას, დასაქმებისა და პროფესიული
საქმიანობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი
მოპყრობით სარგებლობის უფლებას, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე,
დაოჯახებულ მუშაკთა მიერ თანაბარი შესაძლებლობებითა და თანაბარი
მოპყრობით სარგებლობის უფლებას და სხვა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის კონვენციები, იძულებითი შრომის
აკრძალვის შესახებ; სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შესახებ;
შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ; მამაკაცისა
და ქალის თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების
შესახებ; ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ;
ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ და სხვა.

No comments:
Post a Comment