Search This Blog

Friday, May 22, 2020

შრომის უფლების სამართლებრივი ჩარჩო



საქართველოს კონსტიტუცია

   საქართველოს კონსტიტუციის ( შემდგომში- კონსტიტუცია) პრეამბულით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც ადამიანის თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას გულისხმობს.სოციალური სახელმწიფოს პრინციპი სოციალური სამართლიანობის იდეის მატარებელია და მისი მიზანია დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, 
 შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები.

    შრომის უფლების დაცვა და უზრუნველყოფა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზაციის ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს, რასაც განამტკიცებს კონსტიტუციაში არსებული ნორმა სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს უმუშევარ მოქალაქეთა დასაქმების ხელსეწყობა, ამასთან, კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით, შრომა თავისუფალია. ადამიანს აქვს უფლება არა მხოლოდ უფლება აირჩიოს სამუსაო, არამედ, დგანახორციელოს, შეინარჩუნოს და თუნდაც დათმოს იგი, დაცული იყოს უმუშევრობისგან და ისეთი რეგულირებისგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას.

                        საქართველოს შრომის კოდექსი

    კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად საქართველოს შრომის კოდექსმა ორგანული კანონის სტატუსი შეიძინა , რითაც სახელმწიფომ შრომის უფლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი (შემდგომში
შრომის კოდექსი/კოდექსი) აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და
მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა
სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით

საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებთან
დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, არეგულირებს შრომითი ურთიერთობის
წარმოშობის, სამუშაოს შესრულების, სამუშაო, შესვენებისა და დასვენების დროის,
შვებულების, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად
აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, შრომის ანაზღაურების,
შრომის პირობების დაცვის, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის,
გაერთიანების თავისუფლების, შრომით ურთიერთობებში პასუხისმგებლობის,
დავის, გაფიცვისა და ლოკაუტის გამოყენებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
 

                 საჯარო სამსახურის შესახებ კანონი  

    „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (შემდგომში „საჯარო
სამსახურის შესახებ” კანონი) ადგენს საჯარო სამსახურის ორგანიზაციის
სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის

განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს
მოსამსახურის სამსახურში მიღების წესს, მის უფლებებს, გარანტიებსა და
სამსახურებრივ ვალდებულებებს, მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის
შეჩერების, გათავისუფლების წესს და სხვა.
 

              საერთაშორისო ხელშეკრულებები

 საქართველო სავალდებულოდ აღიარებს არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტს
   , რომლებიც შრომის უფლების დაცვის საკითხებს შეეხება. საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის ურთიერთმიმართების
გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან
შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს
უპირატესი იურიდიული ძალა შიდა ნორმატიული აქტების მიმართ.
5შრომის უფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ რატიფიცირებული
აქტებიდან მნიშვნელოვანია:
 
   „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
საერთაშორისო პაქტი,
რომელიც განამტკიცებს შრომის სამართლიან და
ხელსაყრელ პირობებს,
 ტოლფასოვანი შრომისთვის თანაბარ ანაზღაურებას
რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, 
უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის
პირობებს,
 პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების
უფლებას, 
გაფიცვის უფლებას,  დასაქმებული დედისათვის ანაზღაურებად  და სხვა.

        „ევროპის სოციალური ქარტია,  რომელიც შეეხება არაერთ მნიშვნელოვან
უფლებას. საქართველო სავალდებულოდ აღიარებს ქარტიის მხოლოდ
ცალკეულ მუხლებს, რომელიც მოიცავს შრომის სამართლიანი პირობებით
სარგებლობას, 
შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღებას, 
დასაქმებულთა ორგანიზებას,  კოლექტიური მოლაპარაკებების  წარმოებას, დასაქმებული ბავშვების დაცვას,  ორსულობისა და ბავშვის
გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა დაცვას, 
 დასაქმებისა და პროფესიული
საქმიანობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი
მოპყრობით სარგებლობის უფლებას, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე,

დაოჯახებულ მუშაკთა მიერ თანაბარი შესაძლებლობებითა და თანაბარი
მოპყრობით სარგებლობის უფლებას 
 და სხვა. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის კონვენციები, იძულებითი შრომის
აკრძალვის შესახებ; სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შესახებ;
შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ; მამაკაცისა
და ქალის თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების
შესახებ; ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ;
ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ და სხვა.

  
 

Tuesday, May 19, 2020

სამუშაოს პირადად შესრულების მოვალეობა




    დასაქმებული ვალდებულია სამუშაო პირადად შასრულოს. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსაზღვრული ვადით სამუშაოს მესამე პირის მიერ შესრულებაზე.

გამოსაცდელი ვადა სამუშაოზე





     შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობასთან დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით , დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ  ერთხელ დაიდოს  შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა.  შრომითი ხელშეკრულება  გამოსაცდელი ვადით იდება  მხოლოდ წერილობითი ფორმით.

     გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება  მხარეთა შეთანხმებით.

    დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს  დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება  ან შეწყვიტოს იგი.

     გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების  შეწყვეტის შემთხვევაში  ( გარდა მასობრივი დათხოვნისა, რომელიც დასაქმებულს უნდა ეცნობოს წინასწარ  სულ მცირე 45 კალენდარული დღით ადრე) დასაქმებულის სრომა ანაზღარდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.


შრომითი ხელშეკრულების დადების შეზღუდვა შეთავსებით სამუშაოზე


   
შრომითი ხელშეკრულება   შეთავსებით სამუშაოზე  შეიძლება დაიდოს პირთან , რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია  სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.

    დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს , თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ  შეიძლება ხელი შეუშალოს  მის ძირითად სამუშაოსთან  დაკავშირებული მოვალეობების  შესრულებას ან/და  თუ პირი , რომლისთვისაც  უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.




შრომითი ურთიერთობის წარმოშობა


 

 შრომითი ურთიერთობის წარმოიშობა  დასაქმებულის მიერ  სამუშაოს შესრულების  ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან , თუ შრომით ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

შრომითი ხელშეკრულების დადება



    შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განუსაზღვრული ან განსაზღვრული ვადით.
 
   წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. წერილობითი შრომითი ხელსეკრულება  შეიძლება დაიდოს  რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება  რამდენიმე ენაზეა დადებული, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულებების დებულებებს შორის დანსხვავებების შემთხვევაში.

 პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის  მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება  პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

   დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა  დასაქმების შესახებ, რომლებიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს , შრომის ანაზღაურების , შრომითი ხელშეკრულების  ხანგრძლივობის თაობაზე.

    შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს , რომ შრომის შინაგანაწესი  ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია  პირს შრომითი ხელსეკრულების დადებამდე  გააცნოს  შრომის შინაგანაწესი, ხოლო შემდგომ მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და  მთლიანად არ ცვლის  ერთმანეთს, ყველა ხელშეკრულება ინარცუნებს ძალას და  განიხილება , როგორც ერთი შრომითი ხელშეკრულება.

   წინა შრომითი ხელშეკრულება  ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებებით.

   დასაქმებულთან ერთსა და იმავე პირობაზე  დადებული რამდენიმე შრომითი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბოლოს დადებულ ხელშეკრულებას. 

   შრომითი ხელშეკრულების  არსებითი პირობებია:

  ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

  ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

  გ) სამუშაო ადგილი;

  დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

  ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

  ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს  ანაზღაურების წესი;

  ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების  ხანგრძლივობა  და შვებულების  მიცემის წესი.













წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე.




  დამსაქმებელი უფლებამოსილია  მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელის სჭირდება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
     კანდიდატი, კი თავის მხრივ, ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიზლება ხელი შეუსალოს  მას სამუსაოს შესრულებასი ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებელს ან მესამე პირის ინტერესებს.

   დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე.

დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიზლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

   კანდიდატს აქვს უფლება გამოითხოვოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თუ მასთან დამსაქმებელმა არ დადო შრომითი  ხელშეკრულება.

    დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს მიაწოდოს ინფორმაცია:
        ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;
        ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი ან ზეპირი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაძღვრელი) შესახებ;
        გ) შრომის პირობების შესახებ;   
        დ) შრომითი ურთიერთობების და  დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის  შესახებ;
         ე) შრომის ანაზღაურების შესახებ.

    დამსაქმებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასქმებაზე უარის თქმის შესახებ.

სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა



ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა 16 წლის ასაკიდან წარმოიშობა.
ამ გარკვეულ ასაკამდე არასრულწლოვნის  შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის  ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და  გონებრივ განვითარებას და  არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და  საბაზო განათლების მიღების უფლებას და შესაძლებლობას.
კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის /მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება  მსგავსი ხასიათის  შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.

      14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს  მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და  კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

    აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელსეკრულების დადება მძიმე , მავნე და  მძიმე პირობების მქონე  სამუშაოების  შესასრულებლად.


Sunday, May 17, 2020

გლობალიზაცია




რა არის გლობალიზაცია?

გლობალიზაცია, ეს არის მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიღწევების გაცვლის და გაზიარების პროცესი, რომელიც აახლოებს ქვეყნებს და კონტინენტებსაც კი. იგი მე-20 საუკუნის დასაწყისის ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად აღმოცენდა.

თავიდან ამ პროცესს მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა და საერთო ბაზრების შექმნას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და გაადვილებას აღნიშნავდა. დღეს ის ბევრად უფრო ფართო მოვლენაა და არა მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებს, არამედ კულტურული ტრადიციების, არქიტექტურული და სხვა საყოფაცხოვრებო ტენდენციების, ინფორმაციის და იდეების გაცვლას და დაახლოებასაც გულისხმობს.
გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანი მოვლენაა. მას ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
 ის ხელსაყრელია მცირე მწარმოებლებისათვიოს როგორც განვითარებად ქვეყნებში ასევე, ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში, იხსნება შრომითი ბაზრები, ინვესტორებს აქვთ ქვეყნებს სორის თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
მეტი შესაძლებლობები იქმნება იდეების გაცვლისთვის, ხელმისაწვდომი გახდა უფრო მაღალი კლასის განათლების მიღება.
გლობალიზაციის შედეგად ადამიანებს აქვთ სხვა კულტურისადმი იოლი წვდომა, ბევრად უკეთ იცნობენ სხვა ერების ტრადიციებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ტოლერანტობის კულტურის განვითარებისთვის.
 თუმცა, ანტიგლობალისტების აზრით, საერთო ბაზრები და გლობალური ეკონომიკური პროცესები ისევ მდიდრების და მმართველი კლასის სასარგებლოდ ფუნქციონირებს, ხოლო დაბალ ფენებს კვლავ ძველებურად უწევთ არსებობისთვის ბრძოლა.ასევე ფიქრობენ, რომქვეყნების და რეგიონების დაახლოება ცუდად აისახება ტრადიციებსა და ერების თვითმყოფადობაზე - თითქმის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე არქიტექტურაა, ერთსა და იმავე ფილმებს უყურებენ ან სიმღერებს უსმენენ, ერთსა და იმავე საკვებს მიირთმევენ. ეს კი განსაკუთრებით აღიზიანებთ ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანებს. 
მიუხედავად ყველაფრისა გლობალიზაცია, ეს არის ისეთი კომპლექსური მოვლენა რომელიც არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად  კარგი იყოს ყველა რეგიონისათვის და ქვეყნისთვის,  ის გვთავაზობს უამრავ შესაძლებლობას, მას როგორ გამოიყენებენ , ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ თითოეულმა რეგიონმა, ქალაქმა თუ სახელმწიფომ, მართალია ინტერნეტმა მოიტანა და გაუხსნა გზა ისეთ დანაშაულებრივ სფეროს , როგორიცაა  ტერორიზმი და ბევრი სხვა , მაგრამ ამის გამო აზრი ინტერნეტის აკრძალვის შესახებ, ჯერ  არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არასდროს არსად არ გაუჟღერებია.


შრომითი ურთიერთობის სუბიექტები


-ვინ არიან შრომითი ურთიერთობის სუბიექტები?

-ესენი არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული და დასაქმებულთა გაერთიანება,

რომელიც შექმნილია"პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N 87 და N 98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით ( შემდგომ დასაქმებულთა გაერთიანება).

დამსაქმებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანებაა, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გარკვეული სახის სამუშაო სრულდება.

დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუსაოს.

დამსაქმებელი და დასაქმებული ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან.

რაც შეეხება, კოლექტიურ შრომითი ურთიერთობის  სუბიექტებს ესენი არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი, ერთი ან მეტი დამსაქმებელტა გაერთიანება ან ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.



შრომითი ურთიერთობა და დისკრიმინაცია

შრომითი ურთიერთობა და მისი საფუძვლები 


-რა არის შრომითი ურთიერთობა და რის საფუძველზე წარმოიშობა ის?

 - შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლო.იგი წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის  დ ი ს კ რ ი მ ი ნ ა ც ი ა   რასის, კანის ფერის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების,  ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის , სქესის, სექსუალური ოსრიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

დ ი ს კ რ ი მ ი ნ ც ი ა 

დისკრიმინაცია არის პირის პირდაპირ ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან პირისთვის ისეტი გარემოს შექმნა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც სამუსაოს არსიდან გამომდინარეობს, მისი შესრულების პირობებიდან ან სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც კანონიერი მიზნის მიღწევას ემსახურება და არის მისი მირწევის აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.

სავალდებულოა შრომითი ურთიერთობების მხარეებმა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები!



Saturday, May 16, 2020

საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი სხვა სპეციალური კანონით საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულებებით  განსხვავებულად არ რეგულირდება.


საკითხებს, რომლებსაც ეს კანონი არ აწესრიგებს და  და შრომით ურთიერთობასთანაა დაკავშირებული,  სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირდება.


ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები,  რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას, შრომითი ხელშეკრულებით არ განისაზღვრება.


Thursday, May 14, 2020

ჯანსაღი ცხოვრების წესი



თითოეულ ადამიანს სჭირდება კალორიების გარკვეული რაოდენობა, რომელიც გარდაიქმნება ენერგიად  და უზრუნველყოფს ორგანიზმის ფუნქციონირებას.

ზრდასრულ მამაკაცს დღეში ესაჭიროება დაახლოებით 2500-2700 კილოკალორია, ქალბატონებს კი 2000-2200. რაც მეტია ფიზიკური აქტივობა, კალორიებიც მეტია საჭირო.
ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ საჭირო კალორიებს, საკვები აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი. ა
არაჯანსაღი კვება მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა.


პროფესიული განათლება



ბოლო პერიოდში მეტად დაფასდა  და პოპულარული ხდება პროფესიული განათლება, მისი ხელშეწყობა უმუშევრობის დაძლევის და  ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ამჟამად საქართველოში  2013-2020 წლების პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია ხორციელდება , ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ნებისმიერი ფენისათვის.




უმაღლესი განათლების სისტემა




საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება:

1. ბაკალავრიატი;
2 მაგისტრატურა;
3. დოქტორატურა.

უმაღლესი განათლების გაცემის წესებსა და პროცედურებს არეგულირებს  კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ”.

საქართველოში მოქმედებს სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:


1.უნივერსიტეტი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.

2.სასწავლო უნივერსიტეტი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.

3.კოლეჯი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია შესაბამისი ავტორიზაციის გავლა.


საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2005 წელს, როდესაც საქართველო მიუერთდა ე. წ ბოლონიის პროცესს, რომელიც 1999 წლის 19 ივნისს, იტალიის  ერთერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ბოლონიაში “უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის” ხელშეკრულებაზე 29 ევროპული ქვეყნის განათლების მინისტრების ხელმოწერით დაიწყო. 
ამჟამად ბოლონიის პროცესში ევროპის 47 ქვეყანა მონაწილეობს. 
ეს პროცესი მიმართულია ხელმომწერი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების დაახლოებისკენ, რაც აადვილებს სხვა ხელმომწერ სახელმწიფოში მოპოვებული დიპლომის აღიარებას და  ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას, ასე მეტად  უძრუნველყოფილი ხდება განათლების უფლება უზრუნველყოფისა და სოციალურ-კულტურული პროცესების ჰარმონიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.





საქართველოს განათლების სისტემა

საქართველოში განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით.



საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 27
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.

Tuesday, May 12, 2020

ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი


ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი 


ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი იყო გერმანელი იურისტი, იგი სწავლობდა მარბურგისა და გეტინგენის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე. 1800 წელს მას მიენიჭა დოქტორის ტიტული მარბურგის უნივერსიტეტში. აქვე ასწავლიდა სისხლის სამართალს, შემდეგ რომის სამართალს, სამართლის ისტორიას და მეთოდოლოგიას. 
1803 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი "მფლობელობის უფლება", რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა,1804 წელს მეცნიერმა შეწყვიტა მოღვაწეობა მარბურგში და მთელი დრო თავის კვლევებს დაუთმო; ამისთვის იგი ესტუმრა კეტინგენს,ჰაიდელბერგს,პარიზს, ნიურნბერგს, აუგსბურგს, ლანდსჰუტს და ვენას.
1808 წელს იგი მიიწვიეს ლანდსჰუტის უნივერსიტეტში პროფესორად. 1810 წლიდან ის უკვე ბერლინის უნივერსიტეტში მოღვაწეობს,როგორც რექტორი, 1812-1813 წლებში.1810 წელს სავინი იყო ბერლინის უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი გახდა.1811 წლიდან სავინი იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 1816 წლიდან - იუსტიციის საიდუმლო მრჩეველი, 1819 წლიდან - რაინის პროვინციების სარევიზიო სამსახურის მრჩეველი, 1826 წლიდან საკანონმდებლო კომისიის წევრი. 1842 წელს, მას შემდეგ რაც იგი კანონმდებლობის რევიზიის სამინისტროს ხელმძღვანელი გახდა, შეწყვიტა სამეცინიერო საქმიანობა. 1848 წლიდან იგი კვლავ განაგრძობს სამეცნიერო მოღვაწეობას.
 სავინი სამართლის ისტორიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია პუხტასთან ერთად.


რა არის კანონი და როგორი უნდა იყოს ის





სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (პარლამენტი) მიერ განსაკუთრებული წესით მიღებულ ნორმატიულ აქტს , რომელიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს არეგულირებს - კ ა ნ ო ნ ი ეწოდება.

გერმანელი ავტორი ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი მიიჩნევდა, რომ  სამართალი ხალხის საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების შედეგი იყო. „კანონი იზრდება ხალხთან ერთად, ეფუძნება ხალხს და ქრება, როგორც კი ხალხი კარგავს საკუთარ ინდივიდუალურობას.“- აღნიშნავდა ის.

ერთი და იმავე ქცევების ხშირი გამეორება იწვევდა  ჩვევების ჩამოყალიბებას,ჩვევები  თავის მხრივ, აყალიბებდნენ ჩვეულებებს, ჩვეულებები კი დროთა განმავლობაში  გარდაიქმნებოდნენ -ტრადიციებად , რამაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა ადათს.

ადათის მთავარი მახასიათებელი იყო მისი სავალდებულო წესად აღქმა , წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ ჯგუფებში თავის დამკვიდრება თითქმის შეუძლებელი იყო. ამავე სოციალურ ჯგუფებში ხშირად წარმოიშვებოდა კონფლიქტებ, რომლის მოგვარებისთვის უხუცეს წევრს მიმართავდნენ, იგი ხანგრძლივი გამოცდილებისა და ადათის წესების  მიხედვით წყვეტდა "დამნაშავეს" გასამართლებას. ასე გამოეყო დროთა განმავლობაში ადათს წესების ნაწილი რომელიც ე. წ. "ასასამართლო  პროცესში "  ხშირად გამოიყენებოდა და ჩამოყალიბდა სასამართლო პრაქტიკა, რომლის შედეგადაც მსაჯულებმა დაიწყეს იმ წესების მკაფიოდ გამოყოფა და ფორმულირება, რომლითაც ხელმძღვანელოდნენ და, რომლებსაც ეფუძნებოდა მათი გადაწყვეტილებები.
მალე ასეთი წესების წერილობით დაფიქსირება შემოიღეს და გაჩნდა პირველი დაწერილი კანონები.


როგორი უნდა იყოს კანონი?

მე-18 საუკუნეში გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი მიიჩნევდა, რომ  სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძველზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი ნიშნები:

1. კანონი არის ზოგადი წესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თავისუფლების სფერო, რომელსიც სახელმწიფოს ჩარევა ეკრძალება ყველასთვის თანასწორადაა განსაზღვრული.

2.კანონი მიღებულია საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის მიერ  საჯარო განხილვის შედეგად, პარლამენტის მიერ კანონის მიღება, როგორც მოქალაქის პოლიტიკური თავისუფლების გამოვლინებაა, ის უზრუნველყოფს კანონის საჯარო დებატების შედეგად მიღებასა და მის მაქსიმალურად რაციონალურობას.

მოგვიანებით სამართლის ფილოსოფოსმა, ლონ ფულერმა, უფრო დეტალურად აღწერა „ჭეშმარიტი“ კანონის მახასიათებლები.მისი აზრით, კანონები უნდა იყოს ზოგადი, ისინი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ ის სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ევალებათ. 
რეტროაქტიური (უკუძალის მქონე) კანონმდებლობა და კანონშეფარდებითი საქმიანობა მინიმალური უნდა გახდეს, კანონები უნდა იყოს გასაგები და არ უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო. 
უნდა არსებობდეს თანხვედრა გამოცხადებულ წესებსა და მათ რეალურ აღსრულებას შორის.

კორუფცია

კ ო რ უ ფ ც ი ა 

                               და მასთან ბრძოლის მეთოდები საქართველოში

გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის შესავალი სიტყვა კონვენციისტვის ამ სიტყვებით იწყება:
"“კორუფცია სასტიკი სენია, რომელიც მრავალმხრივ ვნებს საზოგადოებას. იგი აზარალებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, იწვევს ადამიანის უფლებების შელახვას, აფერხებს ბაზრების საქმიანობას, აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმს და სხვა მოვლენებს, რომლებიც ადამიანის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.”


კორუფცია ისეთი ფენომენია, რომლის მეშვეობითაც ყველაზე მეტად ღარიბები ზარალდებიან, რადგანაც ფული, რომელიც წესით,  სოციალურ სერვისებს უნდა მოხმარდეს, გაურკვეველი მიზნებით იხარჯება.
საქართველო  გაეროს "კორუფციის წინააღმდეგ" კონვენციას 2008 წელს შეუერთდა.

კ ო რ უ ფ ც ი ა , ეს არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.

კორუფციასთან ბრძოლის  საერთაშორისო დღე აღინიშნება 9 დეკემბერს.


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფოებს სთავაზობს  მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას. აქცენტი კეთდება კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე, კანონის უზენაესობაზე. ამ პროცესსი ხელისუფლებასთან ერთად მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი მოქალაქეებიც, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, მათ არ უნდა დაუშვან კორუფცია, არ იმონაწილეონ კორუფციულ გარიგებებში, ასეთის არსებობის შესახებ ცნობების შეტყობინებისას დაუყოვნებლივ უნდა განაცხადონ შესაბამის ორგანოებში.

საქართველოში პირველი   "ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა " 2005 წელს დაიწერა. მას შემდეგ ეს დოკუმენტები რამდენჯერმე განახლდა. 2008 წელს შეიქმნა ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ქვეყანაში ასევე მოქმედებს კანონი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”.



Monday, May 11, 2020

ტრეფიკინგი

     

                                 ტ  რ  ე   ფ  ი  კ  ი  ნ  გ  ი  

ტრეფიკინგი ეწოდება თანამედროვე მონობის სახეობას, რაც არის ადამიანის შრომითი ან სექსუალური ექსპლუატაცია ,  რისთვისაც გამოიყენება მუქარა , შანტაჟი , მოტყუება და სხვა მრავალი ხერხი .
ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება ყველა , განურჩევლად სქესისა და ასაკისა , უმეტესწილად ისინი მახეში ებმებიან დასაქმების პერსპექტივით. გაეროს მონაცემებით ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი . ძალიან ხშირია შემთხვევა , როცა ისინი დასაქმების დაპირებით მიჰყავთ საზღვარგარეთ , სადაც ართმევენ პასპორტებს და სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და მის ექსპლოატაციიას ახდენენ .
 საქართველომ 2006 წელს ხელი მოაწერა “ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის “ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ” ოქმს .
საქართველო ასევე შეუერთდა ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ .


ტრეფიკინგი საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია.
სისხლის სამართლის კოდექსი:
 “ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება , აგრეთვე მუქარით , ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით , მოტაცებით , შანტაჟით , თაღლითობით , მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით , საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად , რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია , ადამიანის გადაბირება , გადაყვანა , გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება , გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით"...

საქართველოში ასევე მოქმედებს კანონი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

გაეროს ოფიციალურ საიტზე მოცემულია ტრეფიკინგის დანაშაულებრივი სქემა, რომელიც სამი საფეხურებისგან შედგება, პირველია ქმედება, მეორე - საშუალება, მესამე კი მიზანი. 

ამ სამ ქმედებას ეტაპობრივად,ანმიმდევრობიდ გადის მსხვერპლი.

ქმედებაში მოიაზრება: დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაყვანა, შეფარება, მიღება.

საშუალებაში მოიაზრება: მუქარა ან ძალის გამოყენება, იძულება, მოტაცება, თაღლითობა, მოტყუება, ძალაუფლების ან უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, საზღაურის ან სარგებლის მირება ან მიცემა.

მიზანში მოიაზრება: პროსტიტუცია ან სხვა სახის სექსუალური ექსპლუატაცია, იძულებითი შრომა, მონობა, ორგანოების ამოღება, ექსპლოატაციის სხვა ფორმები.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს , და გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ტრეფიკინგის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიზლება გახდეს!

განსაკუთრებით დავიცვათ პატარები, რომლებიც ჩვენგან ზრუნვას და დაცვას საჭიროებენ!
საფრთხე მნიშვნელოვანია და რეალური!!!






შრომის უფლების სამართლებრივი ჩარჩო

საქართველოს კონსტიტუცია    საქართველოს კონსტიტუციის ( შემდგომში- კონსტიტუცია) პრეამბულით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინც...